---
title: "მუხლი 67. „ ცხოველთა სამყაროს შესახებ “ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების სტატუსის შეცვლა — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/67"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "67"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. „ ცხოველთა სამყაროს შესახებ “ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების სტატუსის შეცვლა — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 67 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/67

1. ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე უქმდება კანონის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობები.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ ბაზაზე (არსებულ გეოგრაფიულ საზღვრებში) იქმნება აღკვეთილები.

3. სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით მათ ბაზაზე შექმნილი აღკვეთილების სამენეჯმენტო გეგმები უნდა შემუშავდეს“დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/67-1.md
