---
title: "მუხლი 9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/9"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/9

1. ცხოველთა
სამყაროს
ობიექტებით
სარგებლობის
დროს
აუცილებელია
იმ
მოთხოვნების
შესრულება
,
რომლებიც
უზრუნველყოფენ
გარეულ
ცხოველთა
საბინადრო
გარემოსა
და
ცხოველთა
სამყაროს
ობიექტთა
შენარჩუნებას
.

2. ცხოველთა
სამყაროს
დაცვის
,
აღწარმოებისა
და
ცხოველთა
სამყაროს
ობიექტებით
რაციონალური
სარგებლობისათვის
აუცილებელი
ღონისძიებების
გასატარებლად
,
აგრეთვე
სხვა
იმ
ქმედებებისას
,
რომლებმაც
შეიძლება
ზემოქმედება
მოახდინონ
ცხოველთა
სამყაროს
ობიექტთა
და
საბინადრო
გარემოს
მდგომარეობაზე
,
აუცილებელია
შემდეგი
ძირითადი
მოთხოვნების
დაცვა
:
ა
)
ცხოველთა
სამყაროს
სახეობრივი
და
პოპულაციური
მრავალფეროვნების
შენარჩუნება
ბუნებრივი
თავისუფლების
პირობებში
;
ბ
)
გარეულ
ცხოველთა
საბინადრო
გარემოს
,
მიგრაციისა
და
წყალთან
მისასვლელი
გზების
,
გამრავლების
პირობების
გაუარესების
დაუშვებლობა
;
გ
)
საქართველოს
კონსტიტუციის
,
გარემოს
დაცვის
კანონმდებლობის
,
მათ
შორის
ამ
კანონის
მოთხოვნათა
,
ცხოველთა
სამყაროს
ობიექტებით
სარგებლობის
მეცნიერულად
დასაბუთებული
კვოტების
დაცვა
,
ცხოველთა
სამყაროთი
რაციონალური
,
მდგრადი
სარგებლობა
და
აღწარმოების
უზრუნველყოფა
;
დ
)
გარეულ
ცხოველთა
ცხოველქმედების
პროდუქტებისა
და
სასარგებლო
თვისებების
რაციონალური
გამოყენება
;
ე
)
ცხოველთა
სამყაროს
ობიექტებით
ფასიანი
სარგებლობა
;
ვ
)
გარეულ
ცხოველთა
რაოდენობის
რეგულირება
,
მოსახლეობის
ჯანმრთელობისა
და
გარემოსთვის
ზიანის
მიყენების
თავიდან
აცილების
მიზნით
;
ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემისას ამ საქმიანობის ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის გათვალისწინება.
[ზ) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის, სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემისას ამ საქმიანობის ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის გათვალისწინება.
(ამოქმედდეს  2026 წლის 1 სექტემბრიდან)
]
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2997 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
თავი II. კომპეტენციათა გამიჯვნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/10.md
