---
title: "მუხლი 10. დარგის დაფინანსების წყაროები — ტურიზმისა და კურორტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/10"
law: "ტურიზმისა და კურორტების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 33370"
adopted: "1997-03-06"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-12-28"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. დარგის დაფინანსების წყაროები — ტურიზმისა და კურორტების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-12-28.
> Cite as: ტურიზმისა და კურორტების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/10

1. ტურისტული და საკურორტო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროების ხარჯზე.

2. ტურისტული და საკურორტო ინდუსტრიის, მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან აღჭურვის ხარჯები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. საქართველოში ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავების, ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული და საკურორტო პოტენციალის რეკლამის, პროპაგანდისა და მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნით, ტურისტული და საკურორტო ობიექტების საინვესტიციო პროექტების დამუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და მათთან თანამშრომლობის თანხები შეიძლება გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თავი IV. მომსახურების ორგანიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/11.md
