---
title: "მუხლი 11. ტურისტული მომსახურება — ტურიზმისა და კურორტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/11"
law: "ტურიზმისა და კურორტების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 33370"
adopted: "1997-03-06"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-12-28"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ტურისტული მომსახურება — ტურიზმისა და კურორტების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-12-28.
> Cite as: ტურიზმისა და კურორტების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/11

1. ტურისტული მომსახურება ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური, აგრეთვე ორგანიზებული და არაორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის პროცესში.

2. ტურისტული და საკურორტო მომსახურება ხორციელდება ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ტურისტისათვის გასაწევი მომსახურების სახეობასა და მოცულობას. არაორგანიზებულ ტურისტს შეიძლება არ გაეწიოს ეს მომსახურება. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2390 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.224

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/12.md
