---
title: "მუხლი 4. ტურიზმისა და კურორტების დარგის სახელმწიფო რეგულირების პრინციპები — ტურიზმისა და კურორტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/4"
law: "ტურიზმისა და კურორტების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 33370"
adopted: "1997-03-06"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-12-28"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ტურიზმისა და კურორტების დარგის სახელმწიფო რეგულირების პრინციპები — ტურიზმისა და კურორტების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-12-28.
> Cite as: ტურიზმისა და კურორტების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/4

1. საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.

2. სახელმწიფო აღიარებს ტურიზმისა და კურორტების დარგს ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და ქმნის ტურისტული და საკურორტო საქმიანობისათვის ხელსაყრელ პირობებს.

3. საქართველოს პარლამენტი: ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ტურიზმისა და კურორტების დარგში და ახორციელებს მის საკანონმდებლო რეგულირებას; ბ) ამყარებს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ტურიზმისა და კურორტების დარგში.

4. საქართველოს მთავრობა: ა) უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების დარგში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას; ბ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი სამსახურების წარდგინებით ამტკიცებს სანიტარიული დაცვის ზონებს; გ) ითვალისწინებს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ინტერესებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისას, აგრეთვე სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; დ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს კურორტების ნუსხას და სტატუსს. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/5.md
