---
title: "მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა — ტურიზმისა და კურორტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/9"
law: "ტურიზმისა და კურორტების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 33370"
adopted: "1997-03-06"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-12-28"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა — ტურიზმისა და კურორტების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-12-28.
> Cite as: ტურიზმისა და კურორტების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/9

1. დარგის ეკონომიკური საქმიანობა წარიმართება ტურისტული და საკურორტო ინდუსტრიის გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ზრდის, ტურისტული საქმიანობის სუბიექტთა სახსრების ნებაყოფლობითი მოზიდვის, მოსახლეობის დასაქმების, ტურისტების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

2. უცხოელი ტურისტების მიღება-მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

3. დარგის საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული შემოსავლის საერთო მოცულობის გარკვეული ნაწილი მიზნობრივად ხმარდება ტურისტული და საკურორტო რესურსების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, დარგის განვითარების მეცნიერულ უზრუნველყოფას.

4. ტურისტული და საკურორტო მომსახურება იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/10.md
