---
title: "მუხლი 24. გამგებლის (მერის) ზოგადი კომპეტენცია — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/24"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "24"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 24. გამგებლის (მერის) ზოგადი კომპეტენცია — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/24

1. გამგებელი (მერი) წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოს მეთაურს.

2. გამგებელი (მერი):
ა) უძღვება გამგეობის (მერიის) საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) წევრებს შორის, იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის (მერიის) სხდომებს, წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს საკრებულოს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
ბ) ორგანიზაციას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 45 დღით ადრე წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს და საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ ;
დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს, უზრუნველყოფს დამტკიცებული პროგრამების შესრულებას;
ე) გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ვ) უფლებამოსილია საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად;
ზ) ხელს აწერს შესაბამისად სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, სახელით დადებულ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, წარმოადგენს და მოქმედებს ამ ერთეულის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
თ) ხელს აწერს გამგეობის (მერიის) დადგენილებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;
ი) რაიონის გამგებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების ერთი თვით შეჩერების თაობაზე.

3. გამგებელს (მერს) აქვს თანამდებობიდან გადადგომის უფლება. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან გადადგომა ან განთავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის (მერიის) გადადგომას. გამგეობის (მერიის) წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის (მერიის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №435 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.67
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/25.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
