---
title: "მუხლი 28. ადგილობრივი სამსახურები — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/28"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "28"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 28. ადგილობრივი სამსახურები — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/28

1. ადგილობრივი სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ შექმნილი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას.

2. ადგილობრივი სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.

3. ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი წარმართავს სამსახურის საქმიანობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; გამგებლის (მერის), გამგეობისა (მთავრობისა) და საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.

4. სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებებს აუქმებს გამგებელი (მერი), საკრებულო, აგრეთვე სასამართლო – კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

5. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გამგებლის (მერის), გამგეობისა (მთავრობისა) და საკრებულოს წინაშე.
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/29.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
