---
title: "მუხლი 29¹. მუნიციპალიტეტი და მართვის ტერიტორიული ორგანო — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/29-1"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "29^1"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 29¹. მუნიციპალიტეტი და მართვის ტერიტორიული ორგანო — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 29¹ (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/29-1

1. რაიონის ტერიტორიაზე თვითმმართველობის ერთეულების გაერთიანების საფუძველზე იქნება მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები), რომლის შესაბამის ორგანოებსაც ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემათ რაიონის მმართველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებანი.

2. თემში შემავალ სოფლებში, ქალაქსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას მართვის ტერიტორიული ორგანო (მართვის ტერიტორიული ორგანოები), რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი). მართვის ტერიტორიული ორგანოს დებულებას მისი წარდგინებით ამტკიცებს გამგეობა (მთავრობა).
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/30.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
