---
title: "მუხლი 33. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება და შექმნის საფუძვლები — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/33"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "33"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 33. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება და შექმნის საფუძვლები — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/33

1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაა ის ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის სფეროში (ადგილობრივი საკუთრება).

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაში შემავალი ობიექტების კატეგორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება იქმნება:
ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემით;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ თავანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;
გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;
დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში შემავალი ქონება იყოფა ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად. ძირითადია (განუსხვისებელია) ის ქონება, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების საფუძველს და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ძირითად (განუსხვისებელ) ადგილობრივ ქონებას უშუალოდ ფლობენ და სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი ადგილობრივი სამსახურები. ამ ქონების გასხვისება დაიშვება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი ქონების შექმნით ან შეძენით არსებულმა ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორია და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/32-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/34.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
