---
title: "მუხლი 35. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/35"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "35"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 35. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/35

1. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის სახეები და ზღვრული განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების დიფერენცირება, მათგან მიღებული შემოსავლების გამიჯვნა და შემოსავლების ჩარიცხვის პროპორცია სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და რაიონის ბიუჯეტებს შორის დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო დავალებათა შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლებისას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში ადგენს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების კონკრეტულ მოცულობას; განსაზღვრავს საბინაო-კომუნალური, საყოფაცხოვრებო და სხვა კომუნალური მომსახურების ტარიფებს, მათი გადახდევინებისა და ადმინისტრირების წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებრივი მიზნებისათვის აიღოს სესხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106
საქართველოს 2002 წლის 10 მაისის ორგანული კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/35-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
