---
title: "მუხლი 50. ცალკეული სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად ცნობა — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/50"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "50"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 50. ცალკეული სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად ცნობა — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/50

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 იანვრის კანონი „ გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ” (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №1,  მუხ.

13);
ბ) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი „ სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოების სტრუქტურის, კომპეტენციისა და მუშაობის ორგანიზაციის ზოგადი საწყისების შესახებ “ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №5, მუხ.

375);
გ) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი „ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ “ . (საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ.

597);
დ) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 23 მაისის დადგენილება „ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გადაწყვეტის წესის შესახებ “ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №5, მუხ. №387).

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულებით (საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1995 წლის №№8-9-10-11, მუხ. №362) დამტკიცებული დებულება „ საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ “ ;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის №498 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „ ქალაქ ფოთის მმართველობის შესახებ “ ;
გ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 28 ივლისის №292 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „ ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ “ ;
დ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №177 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „ ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ “ ;
ე) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 მარტის №50 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „ ქალაქ ჭიათურის მმართველობის შესახებ “ ;
ვ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 21 სექტემბრის №443 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „ ქალაქ წყალტუბოს მმართველობის შესახებ “ ;
ზ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 26 ივნისის №258 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „ ქალაქ ტყიბულის მმართველობის შესახებ “ ;
თ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 5 აპრილის №106 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მმართველობის შესახებ “ ;
ი) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 აპრილის №278 ბრძანებულებით დამტკიცებული „ ქალაქ გორისა და გორის რაიონის მმართველობის შესახებ “ ;
კ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 მაისის №58 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებები „გორის რაიონის ერედვის თემის მმართველობის შესახებ “ და „ გორის რაიონის ქურთის თემის მმართველობის შესახებ “ ;
ლ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 13 აგვისტოს №108 ბრძანებულებით დამტკიცებული „ ქარელის რაიონის თიღვის თემის მმართველობის შესახებ “ .

3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ძალაშია მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
საქართველოს პრეზიდენტი    ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 16 ოქტომბერი.
№929 –I ს
შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №1989 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.81
2. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2338 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.205
3. საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257
4. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №435 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.67
5. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106
6. საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის ორგანული კანონი №1142 - სსმ I, №30, 30.10.2001 წ., მუხ.119
7. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის ორგანული კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44
8. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79
9. საქართველოს 2004 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №185 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.76
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243 - სსმ IV, №5, 22.02.2005 წ., გვ.2
11. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2304 - სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.12

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/49.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
