---
title: "მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/7"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "7"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/7

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, შესრულება და კონტროლი; საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
დ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება;
ე) ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა და განკარგვა; კომუნალური მეურნეობა;
ზ) ადგილობრივი არქივის შექმნა და შენახვა;
თ) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისათვის  ხელის შეწყობა;
ი) ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზება და შენახვა; მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა;
კ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება ადგილობრივი ტყის ფონდი ;
ლ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების შემუშავების და დამტკიცების ორგანიზება და კონტროლი მშენებლობის განხორციელებაზე;
მ) საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებათა მშენებლობისათვის ხელის შეწყობა;
ნ) ელექტროენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და ლოკალური სამელიორაციო სისტემების ორგანიზება, შენახვა და განვითარება;
ო) შიდა სარგებლობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა;
პ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; სარიტუალო მომსახურების ორგანიზება;
ჟ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება;
რ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებანი:
ა) (ამოღებულია - 26.06.04 №185);
ბ) გარემოსდაცვით, სანიტარიულ და ვეტერინარულ ღონისძიებათა განხორციელება;
გ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის ხელის შეწყობა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მათთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განუხორციელებლობის შემთხვევაში ამ უფლებამოსილებებს ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79
საქართველოს 2004 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №185 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.76

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/6-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/8.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
