---
title: "მუხლი 9. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/9"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ"
article: "9"
identifier: "929"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2005-12-16"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-10-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები — ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-10-10.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2005-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/9

1. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულო, რომელიც შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

2. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საკრებულოს შემადგენლობიდან, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, იმავდროულად არის გამგებელი ;
ბ) საკრებულოს მდივანი;
გ) (ამოღებულია - 02.08.01 №1045).

3. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც იქმნება ამ კანონით გათვალისწინებული წესით, არა უმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. იმ სოფელსა და თემში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3000 კაცს, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა არ იქმნება და მის ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ გამგებელი.

4. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებელი. იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებელი ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
ბ) სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებსაც ნიშნავს გამგებლი საკრებულოსთან შეთანხმებით.

5. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს (გამგეობის) სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის) წარდგინებით.
საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/8-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33436-adgilobrivi-tvitmmartvelobisa-da-mmartvelobis-shesakheb/10.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
