---
title: "მუხლი 10. განზრახვა საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/10"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "10"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. განზრახვა საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/10

1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობა საჭიროებს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარ თანხმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულებით.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ატყობინებს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების დეპოზიტარს ან სხვა მონაწილე სახელმწიფოს. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/11.md
