---
title: "მუხლი 12. საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/12"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "12"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/12

1. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.

2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურსა და საქართველოს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და კონფერენციებზე, აგრეთვე მათ ორგანოებში, უფლება აქვთ, საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით უფლებამოსილების წარდგენის გარეშე აწარმოონ მოლაპარაკება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მოცემული საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ კონფერენციის ფარგლებში. საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1221 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.56 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/13.md
