---
title: "მუხლი 13. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/13"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "13"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/13

1. უფლებამოსილება უნდა განსაზღვრავდეს მოლაპარაკებების ობიექტსა და პირის კომპეტენციის ფარგლებს.

2. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ან მთავრობათაშორისი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით. უფლებამოსილებას აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

3. უფლებამოსილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებით და აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/14.md
