---
title: "მუხლი 14. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავს საქართველოს პარლამენტი — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/14"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "14"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავს საქართველოს პარლამენტი — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/14

1. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს თანხმობას საქართველოსთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) გზით.

2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც: ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას; ბ) სამხედრო ხასიათისაა; გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას; დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან ან გაცემასთან; ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას; ვ) რატიფიცირებას საჭიროებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/15.md
