---
title: "მუხლი 19. საქართველოს ნორმატიულ აქტებში საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების შეტანა — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/19"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "19"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საქართველოს ნორმატიულ აქტებში საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების შეტანა — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/19

1. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხის გადაწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, იხილავს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხის გადაწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/20.md
