---
title: "მუხლი 2. კანონის გამოყენების სფერო — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/2"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "2"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის გამოყენების სფერო — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/2

1. ეს კანონი გამოიყენება საქართველოს ყველა საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი ხასიათის) ხელშეკრულების მიმართ, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მიუხედავად მისი სახისა და სახელწოდებისა (ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, პაქტი, ოქმი, წერილების გაცვლა, სხვა სახისა და სახელწოდების საერთაშორისო ხელშეკრულება).

2. ამ კანონის დებულებები აგრეთვე ვრცელდება ყოფილი სსრკ-ის იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომელთა მიმართ საქართველომ თავი უფლებამონაცვლედ აღიარა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/3.md
