---
title: "მუხლი 21. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/21"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "21"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/21

1. საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებამდე, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შესახებ.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარების საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში, დადგენილი წესით, შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/22.md
