---
title: "მუხლი 24. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლა — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/24"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "24"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლა — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/24

1. საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსათვის ძალაში შედის იმ წესითა და ვადაში, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია მხარეებს შორის, და ამ კანონის შესაბამისად.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის მოითხოვს რომელიმე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულებას, ასეთი ხელშეკრულება საქართველოსათვის ძალაში შევა მხოლოდ სათანადო პროცედურის შესრულების შემდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/25.md
