---
title: "მუხლი 29. დეპოზიტარის ფუნქციის განხორციელება და სხვა დეპოზიტარებთან ურთიერთობა — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/29"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "29"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. დეპოზიტარის ფუნქციის განხორციელება და სხვა დეპოზიტარებთან ურთიერთობა — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/29

1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს დაეკისრება დეპოზიტარის ფუნქცია, ამ ფუნქციას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მიმოწერას უცხო სახელმწიფოების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან მათ უმაღლეს თანამდებობის პირებთან, რომლებიც ასრულებენ დეპოზიტარის ფუნქციებს მრავალმხრივი ხელშეკრულებების მიმართ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/30.md
