---
title: "მუხლი 30³. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/ განჩინებების გამოქვეყნება — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/30-3"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "30^3"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30³. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/ განჩინებების გამოქვეყნება — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 30³ (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/30-3

1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ქართულად ნათარგმნი ტექსტების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნე“  აღნიშნული გადაწყვეტილებების/განჩინებების თარგმნიდან 5 დღის ვადაში.

2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით თარგმნოს და გამოაქვეყნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვა ქვეყნების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები/განჩინებები, რომლებიც შეიცავს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმების ნორმების მნიშვნელოვან განმარტებებს. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1923 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. თავი IV. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/30-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/31.md
