---
title: "მუხლი 30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალური გამოქვეყნება — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/30"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "30"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალური გამოქვეყნება — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/30

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში“.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება არ საჭიროებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის გამოხატვას, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება სავალდებულო ა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა კრებულში.

5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი აუთენტური ტექსტი შედგენილია ქართულ ენაზე, ხელშეკრულება ქვეყნდება ქართულ ენაზე.

6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის აუთენტური ტექსტები შედგენილია მხოლოდ უცხო ენებზე, ქვეყნდება ამ ენათაგან ერთ-ერთზე, ოფიციალური ქართული თარგმანის თანდართვით. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1882 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.204 თავი III 1 . ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების გამოქვეყნება საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1923 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/30-1.md
