---
title: "მუხლი 31. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/31"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "31"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/31

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ექვემდებარება კეთილსინდისიერად შესრულებას თვით ამ ხელშეკრულების პირობების, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საქართველო მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით, თავს იკავებს ქმედებებისაგან, რომლებიც მოსპობდა ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს.

3. საქართველო ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსათვის მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/30-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/32.md
