---
title: "მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/32"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "32"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/32

1. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი იღებენ ზომებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფს საქართველოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვასა და ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას.

3. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა ვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას ეხება. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4082 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/33.md
