---
title: "მუხლი 33. ზედამხედველობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/33"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "33"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ზედამხედველობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/33

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მხარეების მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ასეთი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/34.md
