---
title: "მუხლი 38. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შედეგები — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/38"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "38"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შედეგები — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/38

საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან არ არის მიღწეული რაიმე სხვაგვარი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეთა შორის, ათავისუფლებს საქართველოს ნებისმიერი ვალდებულებისაგან – შემდგომში შეასრულოს ხელშეკრულება, და არ ახდენს გავლენას საქართველოს უფლება-მოვალეობებსა და იურიდიულ მდგომარეობაზე, რომელიც წარმოიქმნა ხელშეკრულების შესრულების შედეგად მისი მოქმედების შეწყვეტამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/39.md
