---
title: "მუხლი 39. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შედეგები — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/39"
law: "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ"
article: "39"
identifier: "934"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2022-10-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შედეგები — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2022-10-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/39

1. საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება, თუ ხელშეკრულებით ან მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოქმედების შეჩერების პერიოდში ათავისუფლებს საქართველოს ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებისაგან იმ მონაწილე მხარეებთან ურთიერთობაში, რომელთა მიმართაც შეჩერებულია ხელშეკრულების მოქმედება და არ მოქმედებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომელნიც ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოსა და სხვა მონაწილე მხარეებს შორის.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პერიოდში საქართველო თავს იკავებს ქმედებებისაგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ხელშეკრულების მოქმედების განახლებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33442-sakartvelos-saertashoriso-khelshekrulebebis-shesakheb/40.md
