---
title: "მუხლი 12. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/12"
law: "წყლის შესახებ"
article: "12"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/12

წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში მუნიციპალიტეტები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფენ: ა) წყალმომარაგებისა (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებას, მათ შორის: ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობას; ა.ბ) სასმელი წყლის წყაროების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცებას; ბ) მოსახლეობისათვის წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/13.md
