---
title: "მუხლი 13. ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობა წყლის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/13"
law: "წყლის შესახებ"
article: "13"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობა წყლის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/13

1. ფიზიკური და იურიდიული პირები მონაწილეობენ წყლის დაცვის, რაციონალური და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან: ა) დაიცვან წყალი გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან; ბ) ხელი შეუწყონ ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წყლის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში; გ) შეატყობინონ სათანადო ორგანოებს წყლის დაცვის კანონმდებლობის მათთვის ცნობილი დარღვევები.

3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ: ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან მიიღონ სრული, დროული და ობიექტური ინფორმაცია (სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გარდა) წყლის მდგომარეობის შესახებ; ბ) შესაბამის სასამართლოში აღძრან სარჩელი იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩათვლით) მიმართ,რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში; გ) ხელი შეუწყონ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას; დ) უშუალო მონაწილეობა მიიღონ წყლის დაცვის სამუშაოებში; ე) შეიტანონ წინადადებები წყლის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე. კარი II. ძირითადი ნაწილი თავი III. წყლის დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/14.md
