---
title: "მუხლი 23. წყალდაცვით ზოლში ტყის გამოყენების მოთხოვნები — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/23"
law: "წყლის შესახებ"
article: "23"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. წყალდაცვით ზოლში ტყის გამოყენების მოთხოვნები — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-09-01.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/23

1. წყალდაცვითი ზოლის ტყეებში სამეურნეო საქმიანობის რეჟიმი მიმართული უნდა იყოს წყლის ბუნებრივი თვისებების შესანარჩუნებლად.

2. წყალდაცვითი ზოლის ტყეებში აკრძალულია ყოველგვარი ჭრა. ნებადართულია მხოლოდ იმ სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა ჩატარება, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ობიექტების გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრობისაგან დაცვას.

3. (ამოღებულია - 22.05.2020, №5969).

4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყით სარგებლობას აკონტროლებენ სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები. ისინი უფლებამოსილი არიან, შეაჩერონ ან აკრძალონ ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5969 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/24.md
