---
title: "მუხლი 24. წყლის დაცვა დაცული ტერიტორიების სისტემით — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/24"
law: "წყლის შესახებ"
article: "24"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. წყლის დაცვა დაცული ტერიტორიების სისტემით — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/24

1. უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – წყლის, უნიკალური იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განსავითარებლად გამოყენების უზრუნველსაყოფად წყლის ცალკეულ ობიექტებს შეიძლება მიენიჭოთ დაცული ტერიტორიის შესაბამისი კატეგორია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. დაცული ტერიტორიის კატეგორიის მქონე წყლის ობიექტის ან დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

3. საქართველოს წყლის ობიექტების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართვა (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმებით.

4. დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონმდებლობით.

5. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).

6. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).

7. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).

8. (ამოღებულია – 25.03.2013, №494). საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. თავი IV. წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ლიკვიდაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/25.md
