---
title: "მუხლი 29. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა და საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/29"
law: "წყლის შესახებ"
article: "29"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა და საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/29

1. საგანგებო მდგომარეობა ცხადდება ტერიტორიაზე, სადაც წყალდიდობის ან წყლის სხვა მავნე ზემოქმედების შედეგად გაუარესდა გარემოს მდგომარეობა ან დაირღვა ეკოლოგიური წონასწორობა, საფრთხე შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მცენარეულ საფარს და ცხოველთა სამყაროს და წარმოქმნილი მდგომარეობა ფასდება, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.

2. ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იქმნება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონა.

3. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის და ეკოლოგიური უბედურების ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. თავი V. წყალსარგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/30.md
