---
title: "მუხლი 30. წყალსარგებლობის ობიექტი — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/30"
law: "წყლის შესახებ"
article: "30"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. წყალსარგებლობის ობიექტი — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/30

1. სარგებლობისათვის გაიცემა ამ კანონის მე-7 მუხლში აღნიშნული წყლის ობიექტები.

2. იმ წყლის ობიექტებით სარგებლობა, რომელთაც აქვთ ამ კანონით განსაზღვრული განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ან განსაკუთრებული სამეცნიერო თუ კულტურული ღირებულება, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/31.md
