---
title: "მუხლი 33. სპეციალური წყალსარგებლობა — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/33"
law: "წყლის შესახებ"
article: "33"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სპეციალური წყალსარგებლობა — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/33

1. სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება ისეთი ნაგებობებისა და ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე.

2. სპეციალურ წყალსარგებლობას, ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება მიეკუთვნოს აგრეთვე წყლის ობიექტით სარგებლობა ნაგებობათა და ტექნიკურ მოწყობილობათა გამოუყენებლად, თუ ეს გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე.

3. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).

4. (ამოღებულია – 25.03.2013, №494). საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/34.md
