---
title: "მუხლი 39. წყალმოსარგებლის უფლებები — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/39"
law: "წყლის შესახებ"
article: "39"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. წყალმოსარგებლის უფლებები — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/39

1. წყალმოსარგებლეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით; ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის უკანონო მოქმედების გამო, რომელსაც მოჰყვა წყლის ობიექტის გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზიანის ასანაზღაურებლად; გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს წყალსარგებლობაზე.

2. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).

3. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).

4. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).

5. წყალმოსარგებლის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით.

6. წყალმოსარგებლის უფლებები დაცულია კანონით და მისი ხელყოფის შემთხვევაში დარღვეული უფლება უნდა აღდგეს. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/40.md
