---
title: "მუხლი 4. წყლის შესახებ საქართველოს კანონის მიზნები — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/4"
law: "წყლის შესახებ"
article: "4"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. წყლის შესახებ საქართველოს კანონის მიზნები — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/4

ამ კანონის ძირითადი მიზანია: ა) უზრუნველყოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში; ბ) წყლის ობიექტების (მათ შორის საქართველოს შავი ზღვის) დაცვა და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით; გ) სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მოთხოვნილების პირველ რიგში დაკმაყოფილება; დ) წყლის ცხოველთა სამყაროს მდგრადობა და მდგრადი გამოყენება; ე) წყლის მავნე ზემოქმედების აცილება და შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია; ვ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გარანტირებული დაცვა წყლის დაცვის, გამოყენებისა და წყლით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში; ზ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების დაცვით; თ) ფიზიკური ან იურიდიული პირების კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვა წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/5.md
