---
title: "მუხლი 5. წყლის შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების საგანი — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/5"
law: "წყლის შესახებ"
article: "5"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. წყლის შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების საგანი — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/5

1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობას: ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის წყლის დაცვის, შესწავლისა და გამოყენების სფეროში; ბ) ხმელეთზე, წიაღში, კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში წყლის დაცვის, აღდგენის და გამოყენების სფეროში; გ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და წყლით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში.

2. ეს კანონი განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციებს წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის სფეროში.

3. მიწისქვეშა წყლების დაცვის, შესწავლისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს კანონით „წიაღის შესახებ".

4. წყლის ცხოველთა სამყაროს დაცვის, შესწავლის, აღწარმოებისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

5. წყალსარგებლობის დროს ცხოველთა სამყაროს, მცენარეული საფარის, ტყის, მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

6. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6418 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/6.md
