---
title: "მუხლი 54. წყალსარგებლობა საქართველოს ტრანსსასაზღვრო წყლებში — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/54"
law: "წყლის შესახებ"
article: "54"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. წყალსარგებლობა საქართველოს ტრანსსასაზღვრო წყლებში — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/54

1. საქართველოს ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტებზე წყალსარგებლობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

2. წყალსარგებლობა, თუ იგი ტრანსსასაზღვრო წყლების საქართველოს ნაწილში მთლიანად არ არის მოწესრიგებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომელშიც მონაწილეობდა საქართველო, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება და ვაჭრობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/55.md
