---
title: "მუხლი 58. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ძირითადი მოთხოვნები — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/58"
law: "წყლის შესახებ"
article: "58"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ძირითადი მოთხოვნები — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/58

1. საქართველოში წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია ხორციელდება დამტკიცებული წესების საფუძველზე, რომლის ძირითადი ელემენტებია: ა) საწარმოსა და წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგიური პირობები; ბ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიები; გ) გაბინძურებისგან დაცვის უზრუნველყოფა და საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; დ) შესაფუთი მასალები, მათ შორის წყალთან კონტაქტში მყოფი მასალები; ე) გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის სისტემა და რეჟიმი; ვ) ინსპექტირება და ტესტირება; ზ) დოკუმენტაცია და ჩანაწერები; თ) პროდუქციის ეტიკეტირება; ი) პროდუქციის შენახვის ვადა; კ) წყლის დამუშავების ტექნოლოგია; ლ) ფალსიფიკაციასთან ბრძოლის სისტემა.

2. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის წესები განისაზღვრება დებულებით „წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაცის წესების შესახებ “.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/59.md
