---
title: "მუხლი 68. წყლის დაცვისა და გამოყენების ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/68"
law: "წყლის შესახებ"
article: "68"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. წყლის დაცვისა და გამოყენების ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/68

წყლის დაცვისა და გამოყენების ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი მოიცავს: ა) წყლის აღრიცხვას და ეკონომიკურ შეფასებას; ბ) ეკონომიკურად დასაბუთებული წყალსარგებლობის გადასახდელების სისტემას; გ) წყლის დაცვის, აღდგენის და წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას; დ) წყლის დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ეკონომიკურად დასაბუთებული ჯარიმების სისტემას; ე) წყლით უკანონო სარგებლობისას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩამორთმეული ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებების და წყლის სასაქონლო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული სახსრების, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ნებაყოფლობითი შეწირულობების მიზანმიმართულ გამოყენებას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/69.md
