---
title: "მუხლი 75. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანები — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/75"
law: "წყლის შესახებ"
article: "75"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანები — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-09-01.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 75 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/75

1. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანაა წყლის მდგრადი გამოყენება, წყლისა და გარემოს დაცვა, წყალსარგებლობის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობის სახელმწიფო რეგულირება, მიწისქვეშა წყლების სარესურსო ბაზის შექმნა.

2. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანათა შესასრულებლად ხდება: ა) წყლის ამოღების დასაშვები ოდენობის დადგენა; ბ) წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვების და მათში გამაბინძურებელი ნივთიერებების ოდენობის დადგენა; გ) მიწისქვეშა წყლების სარესურსო ბაზის განვითარება; დ) წყალსარგებლობის ეკონომიკური საფუძვლების განსაზღვრა; ე) წყლის შესწავლის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების, წყალსარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების სფეროში სტანდარტებისა და ნორმების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/76.md
