---
title: "მუხლი 76. წყლის და მისი გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა — წყლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/76"
law: "წყლის შესახებ"
article: "76"
identifier: "936"
adopted: "1997-10-16"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. წყლის და მისი გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა — წყლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის შესახებ, მუხლი 76 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/76

1. წყლის და მისი გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ამოცანაა წყლის ობიექტების და მათში არსებული წყლის რაოდენობისა და ხარისხის, მისი გამოყენების მონაცემების დადგენა, წყალმოსარგებლეთა შორის წყლის მეცნიერულად დასაბუთებული განაწილება მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროების პირველ რიგში დაკმაყოფილებით, წყლის დაცვა და მისი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ დამტკიცებული ფორმებითა და პროცედურებით.

3. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმებს და მისი წარმოების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.

4. წყალსარგებლობის სპეციალური ფორმით მოსარგებლე ვალდებულია წყალსარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიან საინფორმაციო სახელმწიფო ფონდს, სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

5. მიწისქვეშა წყლების შესწავლის სამუშაოები, მათი საბადოები, მარაგი და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე მიწისქვეშა წყლებით ყველა სხვაგვარი სარგებლობა ექვემდებარება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღრიცხვას. საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2296-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.327 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33448-wqlis-shesakheb/77.md
