---
title: "მუხლი 1 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/1"
law: "საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 33472"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგანგებო მდგომარეობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/1

1. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3576 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/2.md
