---
title: "მუხლი 10 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/10"
law: "საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 33472"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგანგებო მდგომარეობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/10

1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებანი.

2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებს ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3134 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1682 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3576 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/11.md
