---
title: "მუხლი 14 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/14"
law: "საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 33472"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგანგებო მდგომარეობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/14

1. თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს: ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი; ბ ) დროებით შეასრულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციები; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე; დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. საქართველოს  2005 წლის 5 ივნისის კანონი №4855 -სსმI, № 21 , 18 .

06. 2007 წ., მუხ. 178 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3576 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7004-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/15.md
