---
title: "მუხლი 3 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/3"
law: "საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 33472"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგანგებო მდგომარეობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/3

1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი და ტერიტორიული საზღვრები.

2. გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.

3. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3576 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/4.md
