---
title: "მუხლი 7 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/7"
law: "საგანგებო მდგომარეობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 33472"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — საგანგებო მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგანგებო მდგომარეობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/7

1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33472-sagangebo-mdgomareobis-shesakheb/8.md
